„ტესტირებაზე მიმართვიანობა მცირდება“ | იმნაძე სიმპტომიან ადამიანებს ტესტირებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ტესტირებაზე მიმართვიანობა მცირდება.

„ძალიან ვთხოვ ყველას, ვისაც ოდნავი სიმპტომები ექნება, აუცილებლად მიმართონ, იმიტომ რომ დღეს ქვეყანას თავისუფლად შეუძლია 20-22 ათასამდე  ტესტის კეთება დღეში; სამწუხაროდ, 14 ათასამდე ჩამოვიდა. თავიდან ადამიანები აქტიურად მიმართავდნენ, ახლა ეტყობა მაინც ნაკლებად მიდიან. ამის პრობლემა ქვეყანაში არ არის, ამიტომ ყველას ვთხოვ, ვისაც ცოტა მაინც სიმპტომები ექნება, მივიდნენ და ჩაიტარონ ტესტი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოს მთავრობის ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 655 კვლევა ტესტით.