CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ძალების წევრს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირად ვალეტად მუშაობს, კორონავირუსი დაუდასტურდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ვირუსი შესაძლოა, თეთრ სახლშიც გავრცელდეს და ჯარისკაცის პრეზიდენტთან ახლო კონტაქტის გამო დონალდ ტრამპსაც შეექმნა საფრთხე.
ვალეტები აშშ-ის შეიარაღებული ძალების ელიტარულ დანაყოფში შედიან და თეთრ სახლში, პრეზიდენტსა და მის ოჯახთან მუშაობენ. როგორც CNN წერს, ამ ამბის გაგების შემდეგ დონალდ ტრამპი შეშფოთებული იყო და გუშინ კორონავირუსზე ტესტიც ჩაიტარა.