თეთრ სახლში აცხადებენ, რომ „უგუნური და უპასუხისმგებლოა“ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის კომენტარი, რომ რუსეთმა, შესაძლოა, მიმართოს ბირთვულ იარაღს, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული აღმოჩნდება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე პროცესებს, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი ბირთვული პოზიციის კორექტივებისთვის მიზეზებს ვერ ვხედავთ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ნატო-ს დახმარებით უკრაინის კონტრშეტევა თუ წარმატებული იქნებოდა, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწევდა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა 31 ივლისს განაცხადა.