საქართველოს მოქალაქეებისთვის ტაილანდში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

პუბლიკა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ტაილანდში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. გადაწყვეტილება ძალაში 15 ივლისიდან შევიდა.

93 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, მოქალაქეებს ტაილანდში ყოფნა 60 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

ამ დრომდე ტაილანდში უვიზო მიმოსვლა 57 ქვეყანაზე ვრცელდებოდა.

ქვეყანამ ასევე აამოქმედა ვიზის ახალი კატეგორია DTV – Destination Thailand Visa, მათთვის, ვინც ტაილანდში სამუშაოდ წასვლას გეგმავს.

ოფიციალური ინფორმაციით, ტაილანდში 2024 წლის პირველ ექვს თვეში 17,5 მილიონი უცხოელი ტურისტი ჩავიდა, რაც 35%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა მაინც ჩამორჩება პანდემიამდელ მაჩვენებელს.