The Times: ბრიტანეთი და მოკავშირეები უკრაინაში 10 000 სამშვიდობოს გაგზავნას განიხილავენ

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალურ შეხვედრაზე უკრაინაში 10 000-ზე მეტი დასავლელი სამშვიდობოს გაგზავნის გეგმა განიხილა.

ინფორმაციას გამოცემა The Times ავრცელებს.

მაღალჩინოსანმა წყაროებმა მთავრობიდან განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრმა სტარმერმა კიდევ რამდენიმე ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა, თუმცა The Times-ის თქმით, ძალების უმეტესი ნაწილი, სავარაუდოდ, ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან იქნება.

ერთ-ერთმა წყარომ The Times-ს უთხრა, რომ „საქმე საკმაოდ წინ წავიდა“, თუმცა არ ასახელებს სხვა დეტალებს იმის შესახებ, თუ ვინ რა წვლილ შეიტანს, რადგან ამით „რუსეთს არ დაეხმარონ”.

წყარომ ასევე აღნიშნა: „ეს იქნება მნიშვნელოვანი ძალა მნიშვნელოვანი რაოდენობის ქვეყნების ჩართულობით, რომლებიც განალაგებენ ჯარს და იქნება კიდევ უფრო დიდი ჯგუფი, რომელიც სხვა გზებით შეიტანს წვლილს”.

ასევე, მაღალჩინოსანმა წყარომ სამშვიდობო ძალების შეკრების სიჩქარეს „უპრეცედენტო“ უწოდა.