„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადებით, 2023 წლის პირველ 6 თვეში რუსეთიდან პირდაპირი ინვესტიციების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7-ჯერ გაიზარდა.
გასულ 2022 წელს რუსეთიდან ინვესტიციების სახით რეკორდული, $108 შემოვიდა. 2023 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით კი, შემოსულია $56 მილიონი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” რუსეთზე გაზრდილი ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ სრულ კვლევას მიმდინარე კვირის ბოლოს გამოაქვეყნებს.