TI: აქციებზე დააკავეს 400-მდე პირი, ნაცემია 300-ზე მეტი, დასჯილია 0 პოლიციელი

პუბლიკა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 28 ნოემბრიდან დღემდე აქციებზე დაკავებულ მომიტინგეთა შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს შეჯამებულად ავრცელებს. TI-ის ცნობით, აქციებზე პოლიციელების მიერ დაკავებულია 400-მდე ადამიანი, ნაცემია და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, 300-ზე მეტი პირი, ხოლო დასჯილი პოლიციელების რაოდენობა – 0.

  • დააკავეს 400-მდე ადამიანი (აქედან ადმინისტრაციული – 350-ზე მეტი, სისხლის სამართლის წესით – 26);
  • 300-ზე მეტი ნაცემი/წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი;
  • დაკავებულთა ასაკი – 15 წლიდან 60 წლამდე. კაცებთან ერთად დააკავეს ქალები და ბავშვები;
  • დაკავებულთა შორის 7 უცხოელია;
  • მოსამართლეები იყენებენ მკაცრ სანქციებს: ჯარიმა 2000-3000 ლარი ან პატიმრობა 4-დან 14 დღემდე;
  • 80-ზე მეტ დაკავებულს დასჭიდა ჰოსპიტლური მკურნალობა;
  • ადვოკატებისთვის დაკავებულთა ადგილსამყოფელი საათების მანძილზე უცნობია;
  • მოსამართლეები გადაწყვეტილებას პოლიციელთა ჩვენების საფუძველზე იღებენ. ადვოკატების მტკიცებულებებს არ ითვალისწინებენ;
  • არცერთ ნაცემ ანდა წამების მსხვერპლ დაკავებულზე მოსამართლეს არ მიუმართავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის;
  • მოსამართლეები არ აძლევენ დაკავებულებს საშუალებას, უამბონ ცემისა და წამების შესახებ. მოსამართლეები ამბობენ, რომ ეს მათ არ ეხებათ;
  • დასჯილი პოლიციელები – 0.