TI: მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“და „სამართლიანი არჩევნები“ პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

ცნობილია, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია სხვა დაკავებულების შესახებაც.

ორგანიზაციები შსს-ს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული და შეწყვიტოს გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა.