თიანეთში მამამ შვილი დანით მოკლა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თიანეთში 81 წლის პირი (დ.ფ.) დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 59 წლის შვილს (გ.ბ.-ს), რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა“, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

უწყების თქმით, პოლიციამ დ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა და დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

შსს ამბობს, რომ გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.