თიანეთში მერის არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს | დათვლილია უბნების 67%

პუბლიკა

დღეს თიანეთში თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობდა. „ქართული ოცნებიდან“ ლევან წიკლაური და თამაზ მეჭიაური.

უკვე დათვლილია ხმების 67%. თამაზ მეჭიაურმა ხმების 45% მიიღო, ხოლო ლევან წიკლაურს 55% აქვს ხმების მიღებული და ამ ის ეტაპზე ლიდერობს. 21 უბნიდან დათვლილია 14 უბანი.

პირველ ტურში კანდიდატებს შორის ხმები ასე განაწილდა:

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 თვითმმართველ თემსა და 24 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს.