თიანეთში, სოფელ ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დაშავებული ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა.
კაცი უკვე დაკავებულია.