სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 3.9 მაგნიტუდის სიდიდის (ML) მიძისწვრა გამთენიისას, თბილისის დროით 04:53 საათზე ქალაქ თიანეთიდან 27 კილომეტრში, სოფელ ბინდაურთასთან დაფიქსირდა.
მეორე მიწისძვრის ეპიცენტრიც ქალაქ თიანეთთან იყო, ბიძგების სიდიდემ კი 3,8 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.