ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის სწრაფ განვითარებას, თიბისი კაპიტალი ახალი ინიციატივით პასუხობს და 14 მარტს საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.
კონფერენციის მონაწილე მსოფლიოში წამყვანი ექსპერტები, თიბისი კაპიტალის გუნდთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას, ბაზრის ტენდენციებსა და განვითარების პერსპექტივებს გააზიარებენ.
„თიბისი კაპიტალის, როგორც საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკის მიზანია, ერთ სივრცეში შევკრიბოთ დარგის ექსპერტები, ბაზრის წამყვანი მონაწილეები და საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველი კონფერენციით, ბაზრის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი. ასევე, ჩვენი მიზანია, ადგილობრივ მოთამაშეებს საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციები და გამოცდილება გავუზიაროთ; ვუპასუხოთ ემიტენტებისთვის და ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთების დინამიკასთან, ბაზრის მოლოდინებთან, ემისიის პროცესთან და ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის წამყვანი მოთამაშეები: J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, Baker McKenzie, Dentons, BLC Law, Amundi, ADB, EBRD, IFC, ქართველი ემიტენტები და სხვა.
ინდივიდუალური გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი თემები დაიფარება, როგორებიცაა:
გლობალურ კონტექსტში, რეგიონული სავალო კაპიტალის ბაზარი და ამ კონტექსტის საქართველოზე გავლენა.
ევრობონდების რეგიონული ბაზრის პერსპექტივები და 2024 წლის მოლოდინები – რამდენადაა ხელსაყრელი დრო ახლა როგორც ობლიგაციების გამოშვებისთვის, ასევე ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებში ინვესტირებისთვის.
თიბისი კაპიტალის კვლევა საქართველოში ობლიგაციების ბაზრის განვითარების ეტაპების, სხვა ქვეყნებთან შედარებისა და 2024 წლის მოლოდინების, ასევე, საქართველოში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების ხელმისაწვდომობის შესახებ.
ინსტიტუციური მხარდაჭერა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის – რა პროგრამები არსებობს და როგორ ხდება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ინვესტიციების მოზიდვა.
მდგრადი დაფინანსების გლობალური ტენდენციები – გაზრდილი მოთხოვნა მდგრად პროექტებზე და როგორ უნდა ჩაერთონ ქართული კომპანიები გლობალურ ტენდენციაში.
არსებული ემიტენტების წარმატებული გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
აქტივების მართვის პერსპექტივები საქართველოში – რა არის აქტივების მართვა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებისთვის.კერძო კაპიტალის ინვესტირება საქართველოში – რა ტიპის ინვესტიციები ხორციელდება და რა უნდა გაკეთდეს ინვესტიციების გასააქტიურებლად.