თიბისი Z-ის და სტარტაპერის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მოსწავლეთათვის   Start-up მარათონს იწყებს

რეკლამა

თიბისი Z-ის და სტარტაპერის მხარდაჭერით და „ალტე უნივერსიტეტის“ ინიციატივით პირველი მასშტაბური Start-up მარათონი გაიმართება სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მათთვის ბიზნესისა და ანტრეპრენერობის პრინციპების გაცნობას, განსხვავებული იდეების მქონე ბავშვების აღმოჩენას და მათი ბიზნეს იდეის რეალიზებას. პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო GITA-ს პარტნიორობით. 

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით. მონაწილეებს იდეის წარდგენა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. 

Start-up მარათონის გამარჯვებულებს შემდეგი პრიზები ელოდებათ:

  • სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა ალტე უნივერსიტეტისგან; ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის სპონსორის მოძიების შესაძლებლობა და „Start-up გარაჟის“ სერვისების საშუალებით ბიზნეს იდეის განვითარება.  
  • 5000 ლარიანი ჯილდო გამარჯვებული ერთ-ერთი გუნდისთვის თიბისი Z და სტარტაპერისგან. 

პროექტი „ალტე უნივერსიტეტში“ განხორციელდება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

პირველი ეტაპი გაგრძელდება 28 თებერვლამდე. მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, სადაც  პირად ინფორმაციასთან ერთად მოკლედ აღწერენ თავიანთ ბიზნეს იდეას. სარეგისტრაციო ბმული:  https://bit.ly/3G0I5kX .

მეორე ეტაპი, 1-7 მარტი, აპლიკაციების გადარჩევა და შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება. აპლიკაციების გადარჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:  

  • რამდენად ინოვაციურია ბიზნეს იდეა? 
  • რამდენად დგას მისი განხორციელების საჭიროება? 
  • რამდენად რეალისტურია ბიზნეს იდეა?
  • რა ცვლილებების მომტანია ბიზნეს იდეა? 

უპირატესობა მიენიჭება იდეებს, რომელთაც წარადგენენ გუნდები. პროექტების შერჩევა მოხდება დამოუკიდებელი ჟიურის მიერ.

მესამე ეტაპი, 7-20 მარტი, შერჩეული გუნდები გაივლიან ტრენინგებს, რათა დახვეწონ საკუთარი ბიზნეს იდეა შემდეგი საკითხების მიხედვით: 

  • იდეიდან პროტოტიპამდე 
  • პრეზენტაციის/Pitch-ის მომზადება 
  • ინოვაციური ბიზნეს მოდელის შემუშავება 
  • რესურსებისა და ინვესტორების მოზიდვა

მეოთხე ეტაპი, 20 მარტიდან  5 აპრილამდე  პროექტზე მუშაობას დაეთმობა. მოსწავლეები დაიწყებენ საკუთარ ბიზნეს იდეაზე მუშაობას და მოემზადებიან პრეზენტაციის წარსადგენად. ამ პერიოდში თითოეულ მონაწილეს უხელმძღვანელებს მენტორი, რომელიც მოსწავლეთა გუნდებს დაეხმარება დახვეწონ და წარსადგენად მოამზადონ ბიზნეს იდეები. 

მეხუთე ეტაპზე, რომელიც აპრილში გაიმართება, „ალტე უნივერსიტეტი“ უმასპინძლებს პროექტების წარდგენის და დაჯილდოების ცერემონიალს. გამარჯვებულების შერჩევა მოხდება წინასწარ შედგენილი ჟიურის წევრების მიერ.