თიბისი აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას და მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე ზრუნვას. ამჯერად სიახლე ციფრულ ბანკშია, რომელსაც ახალი ფუნქციონალი – IBAN-ის QR კოდით გაზიარება დაემატა.
იმისთვის რომ გააზიარო შენი ანგარიშის ნომერი QR-ის საშუალებით:
- შედი ციფრულ ბანკში და მთავარ გვერდზე მონიშნე „ჩემი ანგარიში“
- შემდეგ ანგარიშის ნომრის გაზიარება
- გაუზიარე QR კოდი მეგობარს თანხის გადმოსარიცხად
- დასკანერების შემდეგ მეგობარი ირჩევს სასურველ ვალუტას და უთითებს თანხას
- ადასტურებს გადარიცხვას
- თანხა რამდენიმე წამში ჩაგერიცხება
ფუნქციონალით უფრო მარტივად სარგებლობისთვის, მომხმარებლებს QR-ის დამატება ტელეფონებზე, დამხმარე ღილაკად, ე.წ. widget-ადაც შეუძლიათ.
თიბისი განაგრძობს სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების განვითარებას 1 მილიონამდე მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებისთვის.
ფუნქციონალით სარგებლობისთვის, განაახლე აპლიკაცია.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბმულს: https://link.tbc.ge/qr-share