თიბისი საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერის ფარგლებში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის კამპანიას იწყებს, რომლის მთავარი გზავნილია „ერთად გავიმარჯვებთ“. კამპანიის ფარგლებში, რაგბის გულშემატკივარს ეძლევა შანსი, მსოფლიო სპორტული ზეიმის მონაწილე გახდეს და საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივროს საფრანგეთში.
კამპანიის ფარგლებში თიბისი და MasterCard-ი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებ 8 საგზურს გაათამაშებენ. გამარჯვებულები Mastercard-ისგან პრემიალური საგზურით დასაჩუქრდებიან, რომელშიც შედის:
- სამ დღიანი ვიზიტი პარიზში
- ავიაბილეთები
- სასტუმრო
- სამჯერადი კვება
- სტადიონზე დასასწრები ბილეთი
- ტრანსფერი
თიბისის და MasterCard-ის ერთობლივი კამპანია 5 ივლისს დაიწყო და 29 ივლისამდე გაგრძელდება. გათამაშება 450 გამარჯვებულს გამოავლენს.
გათამაშებაში მონაწილეობისთვის საჭიროა:
- გქონდეს თიბისის ციფრული ბანკი
- 5 ივლისიდან – 23 ივლისამდე გაიაქტიურო Mastercard-ის ციფრული რაგბი ბარათი
- დაამატო ციფრული რაგბი ბარათი ელექტრონულ საფულეში (Apple Pay, Google Pay)
- 5 ივლისიდან – 23 ივლისამდე, ჯამში დახარჯო მინიმუმ 100 ლარი რაგბის ციფრული ბარათით გადახდისას. გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის ტერმინალებზე.
ტრანზაქციების რაოდენობა არ არის შეზღუდული. აქტივაციაში არ მონაწილეობს ონლაინ ტრანზაქციები.
ფინალურ ეტაპზე თამაშისათვის აუცილებელია დათქმულ დროს – 29 ივლისს 12:00 საათზე ჩაერთო მარათონში და უმოკლეს დროში სწორად უპასუხო რაგბთან დაკავშირებულ 10 შეკითხვას.
სულ თამაშდება 450 პრიზი:
- 2 საგზური რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის მატჩზე
- 6 საგზური რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის – საქართველო ავსტრალიის მატჩზე
- 200 ერთეული საქართველოს რაგბის ნაკრების ოფიციალური მაისური
- 200 ერთეული ხელმოწერილი რაგბის ბურთი
- 42 ერთეული რაგბის ოფიციალური კეპი
თიბისისა და ქართულ რაგბს წარმატებული პარტნიორობის მრავალწლიანი ისტორია აკავშირებთ. გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა არაერთ ჩემპიონატზე დაიცვა საქართველოს ღირსება.
მხარდაჭერის მთავარი მიზანი ქართულ საზოგადოებაში სარაგბო ღირებულებების დანერგვა და განმტკიცებაა. რაგბი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია, ბოლო წლებში კი სპორტის ეს სახეობა საქართველოს წარმატების სიმბოლოდ იქცა.
გაიგე უფრო მეტი აქ: https://link.tbc.ge/RugbyDigitalCard