თიბისის მხარდაჭერით მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ გაიმართა

ფასიანი განთავსება

 

თიბისის მხარდაჭერით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის” დასკვნითი ეტაპი ჩატარდა. ფინალისტების პროექტების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას, 17 ნოემბერს, თიბისი კონცეპტმა უმასპინძლა.

საკონკურსო კომისიამ გამოავლინა კონკურსის გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები. 

კონკურსის გრანპრის მფლობელები გახდნენ გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ღურჭუმელია; ქ. გორის N4 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანა დიმიტრიადი; მარტვილის კერძო სკოლა “სხივის” მე-9 კლასის  მოსწავლე ლუკა წოწორია პროექტით „Smart კონსულტანტი“.

I ადგილზე გავიდნენ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მე-8 კლასის მოსწავლე ნია როხვაძე, სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესის“ მე-11 კლასის მოსწავლე სერგი ბეგიაშვილი, ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მე-9 კლასის მოსწავლე დავით ჭურკვეიძე პროექტით „Smart დამრევი“.

II ადგილი მოიპოვეს სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესის“ მე-11 კლასის მოსწავლეებმა მარიამ საღირაშვილმა, მარიამ გოგილაშვილმა, საერთაშორისო ლიცეუმი “IAPM”-ის მე-11 კლასის მოსწავლე თამაზ მუხაძემ პროექტითადგილობრივი დიატომიტისგან თერმო გამძლე მასალის მიღების ტექნოლოგია“.

III ადგილი დაიკავეს IGS საერთაშორისო ქართული სკოლის“ მე-11 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ დვალმა, სკოლის „თანამედროვე განათლების აკადემია CEA“ მე-10 კლასის მოსწავლე ერეკლე ჯამრულიძემ, „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ მე-12 კლასის მოსწავლე ანა მკერვალიშვილმა პროექტითჰაერის სტერილიზატორი დაფუძნებული პელტიეს ელემენტებზე“. 

თიბისი 2016 წლიდან პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია. წლევანდელ კონკურსში თიბისის რჩეული მონაწილეები გახდნენ და ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნათ გრანპრის და პირველი ადგილის მფლობელ მოსწავლეებს. აგრეთვე, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეს გიორგი ჩაჩანიძეს პროექტისათვის „მიკრობების იდენტიფიკაცია“. 

კონკურსის წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“, „G3D – პირველი ქართული 3D პრინტერის“, მთაწმინდის პარკის, სულაკაურის გამომცემლობის სპეციალური პრიზებით. 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ტრადიციულად  ყოველწლიურად ატარებს მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს  „ლეონარდო და ვინჩი“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კონკურსია. მისი  მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება.