3-4 სექტემბერს, თიბისის და VISA-ს მხარდაჭერითა და STALL-ის ორგანიზებით, ქუთაისში არაჩვეულებრივი გასტრონომიული გამოფენა „ზარზეიმი“ გაიმართება.
„ზარზეიმი“ არის ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური, რეგიონული, გასტრონომიული გამოფენა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ იმერეთის სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქტები. სტუმრებს დახვდებათ მრავალფეროვანი ქართული კერძები, ღვინო ადგილობრივი ოჯახებიდან, ხელით დამზადებული ლუდისა და ნაყინის სახეობები და სხვა. „ზარზეიმი“ სტუმრებს სხვადასხვა გასართობი აქტივობით უმასპინძლებს.
ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ:
- Circus Mircus
- Bad Habitz
- The Black Marrows
- ერეკლე დეისაძე და ბენდი
„ზარზეიმი“ მნიშვნელოვანი წამოწყებაა, რომლის მეშვეობით რეგიონში არსებულ სტარტაპერებსა და მეწარმეებს საშუალება ეძლევათ, გამოავლინონ საკუთარი თავი და გააცნონ თავიანთი პროდუქტი ადგილობრივ მოსახლეობას.
თიბისი მუდმივად ხელს უწყობს რეგიონში ბიზნესების და სტარტაპების განვითარებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თიბისის მხარდაჭერის მქონე არაჩვეულებრივი გასტრონომიული გამოფენა, რომელიც რეგიონის მასშტაბით მეწარმეების გაცნობას და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას ემსახურება.