ტიკარაძემ ცხელი ხაზის ნომერი შეცდომით გამოაცხადა, მოქალაქეთა ასაკობრივი ჯგუფი კი დამაბნევლად

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციისთვის მოქალაქეთა რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზის ნომერი შეცდომით გამოაცხადა.

ნაცვლად 15 22-ისა, მან პირდაპირ ეთერში 15 25 დაასახელა, რაც აწარმოე საქართველოს ცხელი ხაზია.

მინისტრმა დღეს პრესკონფერენციაზე ვაქციინაციის პროცესში, მედპერსონალის გარდა, ასაკობრივი ჯგუფის ჩართვის შესახებ განაცხადა. ამ ნაწილშიც მისი ზეპირსიტყვიერი განცხადება დამაბნეველი იყო. კერძოდ, მისი თქმით:

„მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში. კერძოდ კი, 75 წელზე და 65 წელზე ზევით ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა”, – აღნიშნა მან [სტილი დაცულია].

ჯანდაცვის სამინისტროში „პუბლიკას” განუცხადეს, რომ მინისტრს შეეშალა ცხელი ხაზის ნომერი. ასევე მათ დააზუსტეს, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 65 წელს ზევით მოქალაქეებს შეეძლებათ.

„დიახ, შეეშალა. 15 22 არის… [რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს], 65 წელს ზევით საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ვაქცინაციის პროცესში ჩართვა”, – აცხადებენ პრესსამსახურში.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, სამიზნე მოსახლეობა დაყოფილია 75 წელს ზემოთ და 65-74 ასაკის ჯგუფებად და სხვა. რიგითობის მიხედვით, დაგეგმილი იყო პირველ ეტაპზე 75 და მეტი ასაკის მოსახლეობის აცრა, შემდგომ ეტაპზე კი 65-74 წლის მოსახლეობის.