TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ბათუმელი არასრულწლოვნები ფიგურირებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.
უწყებამ „პუბლიკას“ თემასთან დაკავშირებით კომენტარი მიაწოდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც კი ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის არასრულწლოვნების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით – მშობლებთან და სოცმუშაკთან ერთად ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით“, – აცხადებს შსს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, რომ არასრულწლოვანს თანატოლები ამცირებენ და ცემით ემუქრებიან.