თინა კანდელაკს უკრაინაში ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

პუბლიკა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ რუს ტელეწამყვან თინა კანდელაკს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. მისი თქმით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

„თინათინ გივის ასულო კანდელაკო, პირდაპირ გეტყვით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბევრი უკრაინელისთვის როლური მოდელი იყავით. მილიონობით ადამიანი ელოდა თქვენს ტელეეკრანზე გამოჩენას და ვინ იფიქრებდა, რომ ისტორიის გარკვეულ მომენტში გადაცემა „ყვეელაზე ჭკვიანის“ წამყვანი ამ გადაცემის სათაურის საპირისპიროდ ალაპარაკდებოდა.

პროკურორებმა შეისწავლეს თქვენი „ტელეგრამის“ არხი და გაოცებულებმა აღმოაჩინეს, რომ სწორედ თქვენ იყავით ერთ-ერთი საკვანძო „დისტრიბუტორი“ კრემლის სამხედრო მანქანის სლოგანებისა და იდეების“, – აცხადებს პროკურორი.

პროკურორი კანდელაკს 24 თებერვლის განცხადებას ახსენებს, სადაც აღნიშნავდა, რომ უკრაინაში ყველაფერი კარგად იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზელენსკი და დეპუტატები ქვეყანას დატოვებენ და უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტი იანუკოვიჩი დაბრუნდება. პროკურორმა კანდელაკს ისიც შეახსენა, რომ მან მკითხველს მოუწოდა, რომ არ ენდონ სხვა მედიას, გარდა რუსული ტელეარხებისა.

„მინდა შეგატყობინოთ, რომ თქვენ სამართლებრივის სტატუსია – დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული. მომდევნო დღეებში უკრაინელი პროკურორები იზრუნებენ, რომ საერთასორისო ძებნილთა სიაში მოხვდეთ, თინათინ გივის ასულო. გთხოვთ, კარგი ადვოატი იპოვოთ, დახმარებას კი მათ ნუ სთხოვთ, ვინც დამაზიანებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას გთხოვთ, რადგან ისინი სიმართლეს არ გეტყვიან. სიმართლე კი ის გახლავთ, რომ როდესაც შეეცდებით სხვა ქვეყნების საზღვრის გადაკვეთას, დაგაკავებენ და უკრაინაში გაგიწევენ ექსტრადაციას“, – აცხადებს ვენედიქტოვა.