Tinder Swindler-ის გმირს, საიმონ ლევიევს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, Tinder Swindler-ის გმირს, საიმონ ლევიევს, რომელიც ბათუმში დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ნინო სახელაშვილმა მიიღო.

საიმონ ლევიევი ბათუმში კვირას, 14 სექტემბერს ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დააკავეს.

„ნიუ იორკ ტაიმსის“ ცნობით, ის გერმანიის მოთხოვნით დააკავეს, ბერლინში ქალის მოტყუების ბრალდებით და ის სამი თვით პატიმრობაში დარჩება, ან იმ დრომდე, სანამ გერმანია მის ექსტრადირებას არ მოახდენს.

საიმონ ლევიევი ისრაელელი თაღლითია. ის, Netflix-ის დოკუმენტური სერიალის,  Tinder Swindler-ს თანახმად, თავს წლების განმავლობაში წარმოაჩენდა, როგორც ბრილიანტების მაგნატის მემკვიდრედ წარმოაჩენდა, ქალებს გაცნობის აპლიკაცია Tinder-ით უკავშირდებოდა და ფუფუნების საგნების ჩვენებით არწმუნებდა, რომ ნამდვილად მდიდარი იყო, შემდეგ კი სხვადასხვა თაღლითური სქემის გამოყენებით ამ ქალებს ფულს ართმევდა.