თითქმის 10 მილიონი ბავშვი, პანდემიის შემდეგ, შესაძლოა ვერასოდეს დაბრუნდეს სკოლაში - Save the Children

პუბლიკა

საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც თითქმის 10 მილიონი ბავშვი შესაძლოა ვერასოდეს დაბრუნდეს სკოლაში COVID-19-ის კარანტინის გამო.

როგორც კვლევის აღწერაშია ნათქვამი, COVID-19- ის პანდემიის გამო წამოჭრილმა ფინანსურმა კრიზისმა, შესაძლოა განათლებაში გადახდილი თანხები შეამციროს, სკოლის მიღმა სამუდამოდ დატოვოს 9,7 მილიონი ბავშვი და შესაძლოა, საერთოდაც, მილიონობით ადამიანისთვის სწავლება ხელმიუწვდომელი გახადოს.

ასევე, ახალ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრობლემა, სავარაუდოდ, ყველაზე უარესად აისახება გოგოების მდგომარეობაზე, ვიდრე ბიჭებზე იმის გამო, რომ დღესაც ბევრ გოგოს აიძულებენ ადრეულ ქორწინებას.

თავის მოხსენებაში, Save the Children მოუწოდებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებსა და დონორებს, უპასუხონ ამ გლობალურ საგანმანათლებლო პრობლემას და ინვესტიცია ჩადონ განათლებაში და ასევე, უზრუნველყონ სკოლის გარეთ დარჩენილ ბავშვებს ჰქონდეთ წვდომა დისტანციურ სწავლებაზე.