თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ დღეს თბილისის მერიის სერვისცენტრს განცხადების შემოსატანად არაერთმა საპენსიო ასაკის მოქალაქემ მიმართა.
„ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა წყაროდან მიიღეს ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია პენსიონერთა დასახმარებლად არიგებს 200-ლარიან დახმარებას, ხოლო განცხადების ჩაბარების ბოლო ვადა 29 მაისია“, – წერია განცხადებაში.
„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია. თბილისის მერიას არ აქვს მსგავსი დახმარების პროგრამა. რაც შეეხება პანდემიით დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარებას, ეს არის სამთავრობო პროგრამა, რის შესახებაც ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია.“ – წერია მერიის განცხადებაში.