დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ორჯერადად აცრილების რეანიმაციაში განთავსების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება.
„ჩემი ინფორმაციით, ასეთი შემთხვევები ერთეულია. რა თქმა უნდა, ამის განმაპირობებელი თანმხლები დაავადებები იყო. ის, რომ ორჯერ აცრილი იყო, ბევრს ეგონა და ჰგონია, რომ არ დაემართება კოვიდი და უფრო თავისუფლად არიან. არადა, როცა გარშემო ამდენი ინფიცირებულია, ორჯერადად აცრილებიც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან გადადების შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს.
უხშირესად, როგორც გითხარით, 98-99% შემთხვევებში ძალიან იოლად წავა, მაგრამ შეიძლება იყოს 1%, ნახევარი პროცენტი, რომ დამძიმდეს ადამიანი. ამის ანალიზი ახლა კეთდება და ალბათ, ერთი თვე დაგვჭირდება. სექტემბერში გამოვაქვეყნებთ ანალიზსაც, როგორ წავიდა. ვთქვათ, რეინფექცია ერთჯერადად და ორჯადად აცრილებში, მაგრამ მე რა ინფორმაციაც მაქვს, თითზე ჩამოსათვლელია, მით უმეტეს ორჯერადად აცრილების რეანიმაციაში განთავსება“, – განაცხადა გამყრელიძემ.