„ავსტრიის (ვენის) ლაბორატორიის „FTC-Forensisch-
„2021 წლის 14 სექტემბერს ვენის (ავსტრია) ლაბორატორიაში „FTC-Forensisch-
დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ზემოხსენებული ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა. კვლევის შედეგები გაიცა 2021 წლის 28 სექტემბერს”, – ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში 6 სექტემბერს ნარკოტესტი ჩააბარა. მან ასევე მოუწოდა ყველა კანდიდატს, გააკეთონ ანალოგიური და საზოგადოებას წარუდგინონ შედეგები.
გახარიამ 13 სექტემბერს განაცხადა, რომ „ოცნების” ბოსების” მიერ მზადდებოდა პროვოკაცია მის ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ამის გამო მან გადაწყვიტა, რომ ნარკოტესტი ევროპის ერთ-ერთ ლაბორატორიაში გაიკეთოს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას მიმართ „კოკაინი“ არაერთხელ გამოიყენა. მან ექსპრემიერს „კოკაინშიკი“ უწოდა, შემდეგ თქვა, რომ „ეს პრობლემა“ მას „ოცნების“ გუნდში ყოფნის დროს არ ჰქონდა და ბოლო პერიოდში დაიწყო, შემდეგ კი თქვა, რომ გახარიას კოკაინი თანაგუნდელმა ქალმა გაასინჯა, რომელიც ამჟამად პარტიის საკრებულოს სიაშია.
გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა პროკურატურას მიმართეს და ირაკლი კობახიძის განცხადებებზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.