თელავის რაიონულმა სასამართლომ მწერალი და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ტორესა მოსი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა და საქმის განხილვა 19 ნოემბრისთვის გადადო – ინფორმაციას ადგილობრივი რადიო „ჰერეთი“ ავრცელებს.
მოსამართლის განმარტებით, საქმის მასალები მოცულობითია და მის გაცნობას გარკვეული დრო სჭირდება. ტორესა მოსიმ კი პროცესზე განაცხადა, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
სასამართლო პროცესი აქცია-პერფორმანსის ფონზე მიმდინარეობდა – აქტივისტებმა სასამართლოს შენობის კიბეზე გალია დადგეს, რომელშიც ტორესა მოსის ნაწარმოებები მოათავსეს.
მწერალი თელავში მაშინ დააკავეს, როდესაც სუს-ის შენობის ბლოკირებით პროტესტს გამოხატავდა. ამისთვის მას უკვე გამოუწერეს 500 ლარიანი ჯარიმა. ახლა კი მას პოლიციისთვის დაუმორჩულებლობას ედავებიან. ტორესა მოსიმ დაკავების იზოლატორში 48 საათი გაატარა.