NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ პოლარიზაციას ავტოკრატია ნამდვილად ასრულებს.
„პოლიტიკური პოლარიზაცია ნამდვილად სრულდება ავტოკრატიით, როცა მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია არსებობს. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა – პოლარიზაციაზე სანერვიულო არავის აქვს”, – აღნიშნა მან.
20 აგვისტოს, „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, ვინაიდან, პარტიის განცხადებით, მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ.
მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით იმუქრება.
„საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება”, – ნათქვამია განცხადებაში.