შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და ბათუმში 5 ადამიანი დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ერთი პირი ორგანიზებული ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და დიდი ოდენობით თანხის ფარულად დაუფლების ბრალდებით.
შსს-ს განცხადებით, რუსეთის მოქალაქე მ.მ.-მ და ა.კ.-მ უნებართვოდ შეაღწიეს ონლაინტოტალიზატორისა და კაზინოს მომხმარებელთა ვებგვერდებზე და მათზე მიბმული საბანკო პლასტიკური ბარათებიდან ფარულად დაეუფლნენ 23 მოქალაქის კუთვნილ თანხას. უკანონოდ დაუფლებული თანხის განაღდებაში კი მათ მ.მ., კ.მ., თ.პ. და გ.ჯ. ეხმარებოდნენ. მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ, ჯამში, 72 000 ლარი შეადგინა.
ასევე, დაუსწრებლად პასუხისგებაში მისცეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული მ.მ.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.