თოვის გამო გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე შეზღუდვა დაწესდა

პუბლიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

განცხადების მიხედვით,  საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის.