თოვუზის რაიონში სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო ძალებს შორის შეტაკებები დაიწყო, არიან დაღუპულები - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

პუბლიკა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 ივლისის შუადღიდან სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და მათ აზერბაიჯანი-სომხეთის სახელმწიფო საზღვართან, თოვუზის რაიონში ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის დანაყოფებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს არიან დაღუპულები. სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფორმაცია განახლდება.

11 ივლისს სომხური გამოცემა hetq.am კი წერდა, რომ აზერბაიჯანის მხარემ გასულ კვირას ყარაბაღის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 150-ჯერ დაარღვია.