„თქვენ დგახართ იქ, სადაც ჰამასს უნდა" - დეისაძე ისრაელის საელჩოს

პუბლიკა

„თქვენ დგახართ იქ, სადაც „ჰამასს“ უნდა. თანდათან ხდებით, რაც „ჰამასს“ უნდა. თქვენ გავხართ „ჰამასს“, – მუსიკოსი ერეკლე დეისაძე ისრაელის საელჩოს პასუხობს.

ამ კომენტარს ის „პუბლიკასთან“ აკეთებს.

ისრაელის საელჩომ მუსიკოსი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა და მას სამარცხვინო უწოდა.

საელჩომ განცხადებას დეისაძის facebook-კომენტარები დაურთო. კომენტარებში დეისაძე ისრაელს ოკუპანტ სახელმწიფოს უწოდებს და წერს, რომ „ყველა სიონისტი უნდა განადგურდეს“.