„ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს.
ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ აღნიშნავს, თითოეული ახალგაზრდა იპოვის ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში.
„ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას.
მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თქვენ – ხვალინდელი საქართველოს უმთავრეს შემოქმედებს განათლების, თვითრეალიზებისა და ღირსეული ცხოვრების ყველა პირობა შეგიქმნათ.
თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით”, – აღნიშნავს პრემიერი.