ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე twitter-ზე დნიპროში მომხდარის შესახებ სალომე ზურაბიშვილის სამძიმრის ტვიტს ეხმაურება და წერ, რომ „თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს დგახართ”.
ზურაბიშვილი წერდა, რომ „მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გამოვლენილი დაუშვებელი ძალადობა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას არღვევს”.
„და რა? თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს დგახართ!”, – წერს იუკნევიჩიენე twitter-ზე.
იუკნევიჩიენემ ამავე ტვიტში დაწერა, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინისადმი სამხედრო დახმარებაზე უარს აცხადებს, რადგან არ სურს კონფლიქტის მხარე გახდეს.
And what? You are on the wrong side of history!
Вице-премьер Грузии заявила, что её страна не будет оказывать военной помощи Украине, поскольку не хочет становиться стороной конфликта.
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) January 15, 2023