„თქვენ ხართ აღვირახსნილი“, - წულუკიანი „TV პირველის“ ჟურნალისტს

პუბლიკა

„თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილი“, – ასე უპასუხა თეა წულუკიანმა „TV პირველის“ ჟურნალისტს. ჟურნალისტმა ჰკითხა მას, რატომ არ ეძლევათ ჟურნალისტებს მინისტრის ბრიფინგებზე დასწრების შესაძლებლობა.

დღეს, 8 დეკემბერს კულტურის სამინისტროში ჩანიშნულ  ბრიფინგზე დასასწრებად მისული „TV პირველის“ ჟურნალისტები ისევ არ შეუშვეს.

ჟურნალისტი, რომელიც კულტურის სამინისტროს შენობაში იმყოფებოდა, აცხადებდა, რომ საშვთა ბიუროში წინა პრაქტიკის მსგავსად კონკრეტული ტელევიზიები შეუშვეს, რომლებიც წინასწარ გადაცემულ სიაში ჰყავდათ.

კულტურის სამინისტროში ბრიფინგზე  ტელეკომპანია „მთავარის” და „პირველის” ჟურნალისტები  არ შეუშვეს არც 22 ნოემბერს. არც მაშინ და არც ახლა მიზეზებს უწყება ოფიციალურად არ განმარტავს. კულტურის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.