„თქვენ კი დაიცავთ დისტანციას, მაგრამ მე სად ვიშოვნო ორმეტრიანი კოვზი?“ – რას ჰყვება პეტრე ცაავა

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ მიტროპოლიტი პეტრე ცაავა „ტელეკომპანია პირველთან“ საუბრობდა საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე – არ დაიხუროს ეკლესია ხალხმრავალი შეკრებებისთვის.

ეკლესია მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ დაიცავს რეკომენდაციებს და ეს გამოიხატება იმაში, რომ მრევლი ეკლესიებში ერთმანეთისგან დისტანციას დაიცავს.

ამის საპასუხოდ მიტროპოლიტი პეტრე იხსენებს ამბავს, სამეგრელოში მცხოვრები მოხუცი მღვდლის შესახებ:

„სამეგრელოში არის ერთი მხცოვანი, უბრალოდ პატიოსანი მღვდელი. ის, როგორც ღვთის მოშიში კოლორიტი ადამიანი, ენაკვიმატობით გამორჩეულია და ამ წირვას დამიკავშირდნენ, მითხრეს სამეგრელოდან, რომ უთქვამს, გასაგებია, რომ ეკლესიაში დისტანციას – ორ მეტრს, დაიცავთ, მაგრამ მე ორმეტრიანი კოვზი სად ვიშოვნო, რომ თქვენ გაზიაროთო?“ – ჰყვება მიტროპოლიტი.