"თქვენ რჩებით მარტო სახლში" - ანა დოლიძე ხელისუფლებას

პუბლიკა

ანა დოლიძის თქმით, ყველა ურთიერთობაში შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ერთმა მხარემ შეიძლება გადაწყვიტოს (და ამის კლასიკური მაგალითია, გაფიცვა) რომ ამ პირობებზე ურთიერთობა უკვე აღარ შეიძლება.

ამის სესახებ მან tv პირველის ეთერში ისაუბრა.

ის ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მომწიფდა მომენტი, როდესაც ოპოზიციამ ნამდვილად უნდა დაუსვას ეს საკითხი ხელისუფლებას. რომ ამ პირობებზე ქართველ ხალხთან ურთიერთობა არ შეიძლება.

“ჩვენ ვდგებით მაგიდიდიდან მაგიდიდან და თქვენ რჩებით მარტო სახლში, მარტო პარლემენტში.

დასხდნენ და ელაპარაკონ ერთმანეთს, დაარწმუნონ ერთმანეთი, შეურაცხყოფა მიაყენონ ერთმანეთს, მარტო თვითონ გამოვიდნენ ამ კრიზისიდან.

ჩვენ ამას უნდა დავარქვათ ღირსების ბოიკოტი, ქართველი ხალხი არ არის ნახირი, არ შეიძლება მისი გამოდენა სახლიდან და მიდენა სარჩევბო უბანზე. ეს არის ღირსების მქონე ხალხი.

მადლობა ხალხს,  პროგნოზირებდნენ რომ არ იქნება გამოცხდება, რადგან ხალხს კოვიდის შეეშინდება, და მიუხედავად ამისა, მიუხედვადავ ამხელას ზეწოლისა, წნეხისა, დაშინებისა, ქართველმა ხალხმა დააფიქსირა თავისი არჩევანი., ჩვენ უნდა დავუსვათ ხელისუფლებას საკითხი – არ სეიძლება ქართველ ხალხთან ასე მოქცევა”. – ამბობს ანა დოლიძე.