თქვენ წარმოადგენთ საქართველოს ღირსებას, დიდი მადლობა - პრეზიდენტი მოქალაქეებს

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს, სადაც ათასობით ადამიანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას ელოდებოდა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის შემდეგ, აქციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.

„მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში, უკრაინის გვერდში. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქა ვართ, ჩვენც იქ ვიქნებით და მინდა, რომ აქედანვე გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა და თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც წარმოადგენთ დღეს საქართველოს ღირსებას და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვისას.