თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს – წულუკიანი სამადაშვილს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს უსმენენ. თეა წულუკიანი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მან ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახლა მუზეუმის დაცვას ცდილობენ, წლების წინ ხმას არ იღებდნენ.

„დღეს სწორედ ფეიკის სამყაროში გვაცხოვრებენ. ყვირიან, მუზეუმს ანგრევენო ისინი, ვინც მუზეუმი რომ ინგრეოდა, ხმას არ იღებდა; ყვირიან ისინი, რომ, თურმე, ვიღაცებს აწამებენო, ვინც მართლა მწამებელი და გამაუპატიურებელი იყო – ასეთი სიტყვაც არსებობს ქართულში. ის, ვინც აუპატიურებდა პატიმრებს, არის გამაუპატიურებელი; ის, ვინც კლავდა, არის მკვლელი და აშ. ერთ-ერთი ახლა გალიიდან გველაპარაკება.  ეს სიძულვილის ენაა, ალბათ, მაგრამ ვერ ვხედავ ამაში ვერავითარ პრობლემას, ქალბატონო სალომე“, – მიმართა მან დეპუტატ სალომე სამადაშვილს, რომელმაც თეა წულუკიანს ირაკლი ალასანიას პარტიაში ყოფნა შეახსენა.

„ირაკლი ალასანია კაცის მკვლელი არ ყოფილა არასდროს, მაგრამ თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი,  რომელსაც ბრიუსელში იცავდით, კაცისმკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს“, – უთხრა თეა წულუკიანმა სალომე სამადაშვილს.