„თქვენი ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია“ - პრეზიდენტების გამოხმაურება ზურაბიშვილს

პუბლიკა

„ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს. თქვენი ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია“ – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ეხმაურება.

„ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ“, – სალომე ზურაბიშვილის მიმართვას სოციალურ ქსელში ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედაც გამოეხმაურა.

„ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს. ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ“, – წერს გიტანას ნაუსედა „ტვიტერზე“.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით ევროპელ ლიდერებს მიმართა.