“ბატონო ირაკლი, როდესაც თქვენი წინამორბედი გადადგა და ორასი ათასზე მეტი თქვენი მხარდამჭერი გამოეტირა, დავფიქრდებოდი ეს რატომ მოხდა. თორემ გახარიას ფოტო 20 ივნისსაც იდო, მაგრამ კაციშვილს არ მოუწონებია”. – ასე მიმართა პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ირაკლი ღარიბაშვილს.
“იქნებ ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ ადამიანმა არ გადადგა ნაბიჯი კონფრონტაციისკენ და ეს დაუფასეს საბოლოო ჯამში. იმედს ვიტოვებ, რომ თავს დააღწევთ ამ ზიზღის გზას, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ეს გზა დავით გარეჯამდე ნამდვილად არ მიგიყვანთ”. – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა.