თქვენთან დებატებისთვისაც მოვიცლით – თალაკვაძე ოპონენტებს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბიუროს სხდომაზე არსებულ ვითარებაში პარლამენტის საქმიანობის შესახებ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის ამოწურვისთანავე პარლამენტიც რეგულარულ რეჟიმს დაუბრუნდება.

„საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტს რაც ევალებოდა და შეეძლო, გააკეთა. მესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, შესაძლოა, უნდოდა ენახა ისეთი პარლამენტი, რომელიც პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის დროს უკიდურეს კონფრონტაციაში შევიდოდა მთავრობასთან. ისიც  ვიცი, რომ ზოგიერთს, სუბიექტურად, შეიძლება არ მოსწონს სხვისი გაკეთებული საქმე და წარმატება – თავისი ცუდიც კი ურჩევნია, თუმცა ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა ამ პერიოდში არა თქვენთან ურთიერთობების გარკვევა, არამედ საზოგადოების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა იყო. რასაკვირველია, თქვენთან დებატებისთვისაც მოვიცლით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.