ტრაიბეკას კინოფესტივალზე კოღუაშვილის ფილმმა 3 ნომინაციაში გაიმარჯვა

პუბლიკა

ტრაიბეკას რიგით მე-20 საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ საერთაშორისო კონკურსის 3 ნომინაციაში გაიმარჯვა.

ჟიურიმ საუკეთესო საერთაშორისო მხატვრულ ფილმად „მეოთხე ბრაიტონი“ დაასახელა, კაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლად კი ლევან თედიაშვილი. „მეოთხე ბრაიტონის“ სცენარისთვის ჯილდო ბორის ფრუმინმა მიიღო.

ფილმი მოგვითხრობს 70 წლის მოჭიდავეზე, რომელიც შვილის დასახმარებლად თბილისიდან ნიუ-იორკში მიემგზავრება.