ტრაილერის მძღოლი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მოძრაობის წესებს არღვევს, დააჯარიმეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ნაწილით დააჯარიმეს –საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც საავარიო ვითარების ან საცობის შექმნა გამოიწვია.
აღნიშნული მუხლი 200-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.