აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორშაბათს რუსეთის შესახებ „მნიშვნელოვან განცხადებას“ გააკეთებს.
„ვფიქრობ, რომ ორშაბათს რუსეთზე მნიშვნელოვანი განცხადება მექნება“, – თქვა NBC News-სთან ტრამპმა.
მან ასევე დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას იარაღების ახალ პაკეტს NATO-ს გავლით მიაწვდის – კერძოდ, აშშ-ისა და NATO-ს შეთანხმების თანახმად, NATO უკრაინისთვის გასაგზავნ იარაღებს ვაშინგტონიდან შეიძენს.
ამასთან, გუშინ, 10 ივლისს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მსურველთა კოალიცია, ათანხმებს დამატებითი დახმარების მობილიზებას უკრაინისთვის – მან აქვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის „პეტრიოტის“ დამატებითი სისტემები აშშ-სგან შეიძინოს.
გუშინ რომში „უკრაინის აღდგენის კონფერენცია” გაიმართა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და მსოფლიოს სხვა ლიდერები მონაწილეობენ.