ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ „საკმაოდ ახლოსაა“ უკრაინასთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებასთან და შტატები მიზნად ისახავს ყველაფერს, რისი მიღებაც შეუძლია, მის მიერ გაწეული დახმარების სანაცვლოდ. ეს განცხადება მან მერილენდში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) გააკეთა.
„მინდა, რომ მათ მოგვცენ რაღაც იმ ფულის სანაცვლოდ, რაც ჩვენ დავხარჯეთ. ასე რომ, ჩვენ ვითხოვთ იშვიათ წიაღისეულს და ნავთობს – ნებისმიერ რამეს, რასაც შეგვიძლია მივიღოთ“, – თქვა ტრამპმა.
მისი თქმით, ევროპული ქვეყნები უკრაინას დახმარებას უწევდნენ სესხების სახით, ხოლო აშშ – უსასყიდლოდ.
„ჩვენ ვაპირებთ დავიბრუნოთ ჩვენი ფული, რადგან ეს არ არის სამართლიანი“, – თქვა ტრამპმა.
უკრაინის პრეზიდენტს არ განუცხადებია, რომ მზადაა იშვიათ მინერალებზე შეთანხმებას, არსებული ფორმით, ხელი მოაწეროს. Sky news-ს წყარო ეუბნება, რომ უკრაინის ცნობით, „პროექტი ასახავს პარტნიორობას შეთანხმებაში და შეიცავს მხოლოდ ცალმხრივ ვალდებულებებს უკრაინის მხრიდან“.
იშვიათი მინერალები არის ელემენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალტექნოლოგიურ საქონელში, როგორიცაა მობილური ტელეფონები და ელექტრო მანქანები. ამ მინერალებზე მოთხოვნა ზრდადია.
ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა, პარასკევს იმავე კონფერენციაზე თქვა, რომ მას ასევე სჯერა, რომ შეთანხმება შედგება.