ტრამპი: ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინაში იარაღის გამოგზავნას, მაგრამ იმედია, ბევრის გაგზავნა არ მოგვიწევს

პუბლიკა

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

ტრამპი ადასტურებს, რომ უკრაინასთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას დღეს მოეწერება ხელი და ამბობს – „ჩვენ გვაქვს რაღაც, რაც ძალიან სამართლიანი გარიგებაა“.

მას ჰკითხეს იარაღის გაგზავნაზეც. კითხვაზე – „ბატონო პრეზიდენტო, აპირებთ თუ არა უკრაინაში მეტი იარაღის გაგზავნას იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობა არ იქნება?

ტრამპი პასუხობს: „ჩვენ არ ველით ბევრი იარაღის გაგზავნას, ჩვენ მოუთმენლად ველით ომის დასრულებას“.

ის დასძენს: „პასუხი არის დიახ. მაგრამ იმედია, ბევრის გაგზავნა არ მოგვიწევს, რადგან მოუთმენლად ველი, რომ ეს სწრაფად დასრულდება“.

ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ პუტინთან „კომპრომისები არ უნდა იყოს“ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროს. ზელენსკიმ ტრამპს უკრაინელი სამხედროების ფოტოსურათები აჩვენა რუსეთის ტყვეობამდე და ტყვეობის შემდეგ.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ჩვენს მხარესაა“ – თქვა მან.