ტრამპი: გენერალმა სოლეიმანიმ ათასობით ამერიკელი დახოცა

პუბლიკა

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის დაღუპვას Twitter-ზე ეხმაურება. ირანელი გენერალი The Guardian-ის ცნობით, ტრამპის მიერ გაცემული ბრძანების შედეგად ავიაიერიშის დროს ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში მოკლეს სხვა სამხედრო პირებთან ერთად.

„ხანგრძლივ დროში გენერალმა ყასემ სოლეიმანიმ დახოცა და მძიმედ დაჭრა ათასობით ამერიკელი, ის გეგმავდა კიდევ ბევრის დახოცვას, მაგრამ გამოვიჭირეთ! ის პირდაპირ და ირიბად პასუხისმგებელია მილიონობით ადამიანის სიკვდილზე, მათ შორის ირანში გამოსვლების დროს დაღუპულთა დიდ რაოდენობაზე. ირანი არ აღიარებს, მაგრამ ქვეყანაში სოლეიმანი ეზიზღებოდათ და ეშინოდათ მისი. ისინი არ დაუმწუხრებია სოლეიმანის დაღუპვას ისე, როგორც ლიდერები ცდილობენ მსოფლიოს დააჯერონ. ის დიდი ხნის წინ უნდა მოეშორებინათ“, – აცხადებს ტრამპი.

ამერიკის პრეზიდენტმა საჰაერო თავსახმის შემდეგ Twitter-ზე ჯერ ამერიკის დროშა გამოაქვეყნა, შემდეგ კი დაწერა, რომ „ირანს არასდროს მოუგია ომი, მაგრამ არასდროს წაუგია მოლაპარაკებებში“.