ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანისკენ უზარმაზარი არმადა მიემართება, იმაზე დიდი, ვიდრე ვენესუელაში იყო გაგზავნილი.
ტრამი იმედს გამოთქვამს, რომ ირანი მოლაპარაკების მაგიდას სწრაფად მიუჯდება.
„ირანისკენ უზარმაზარი არმადა მიემართება. ის სწრაფად გადაადგილდება დიდი ძალით და ენთუზიაზმით. ესაა დიდი ფლოტი, რომელსაც სათავეში ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ უდგას. იმაზე დიდი ფლოტია, ვიდრე ვენესუელაში გაგზავნილი იყო. ვენესუელის მსგავსად, ის მზადაა, რომ თავისი მისია საჭიროების შემთხვევაში სრული სისწრაფით შეასრულოს
იმედია, ირანი სწრაფად მოვა მოლაპარაკების მაგიდასთან და სამართლიან და თანასწორ შეთანხმებას გააფორმებს, ბირთვული იარაღის გარეშე. დრო იწურება, ეს მართლაც გადამწყვეტია. როგორც ერთხელ უკვე ვუთხარი ირანს, დადეთ შეთანხმება! მათ ეს არ გააკეთეს და შედეგად იყო ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩი“, ირანის მასშტაბური განადგურება მოჰყვა. შემდეგი თავდასხმა გაცილებით ძლიერი იქნება. არ დაუშვათ, რომ ეს ისევ მოხდეს“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.