ტრამპი: ომის დასასრულებლად რუსეთსა და უკრაინაზე „დიდ ზეწოლას" ვახდენ

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ომის დასრულებისთვის რუსეთსა და უკრაინაზე დიდ ზეწოლას ახდენს.

ოვალურ კაბინეტში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გარ სტორთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ასევე თქვა, რომ მომდევნო რამდენიმე დღე უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების კუთხით „ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”.

„ჩვენ ამას მალე დავასრულებთ“. – თქვა ტრამპმა.

თავის მხრივ ნორვეგიის პრემიერმა მადლობა გადაუხადა ტრამპს ინიციატივებისთვის, რომლებიც ომის შეჩერებისკენ პროგრესს ემსახურება და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა კვლავ თავდასხმის ქვეშაა.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდობა”. – თქვა იონას გარ სტორმა.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ფრუსტრიტება ვლადიმირ პუტინით, ამავე დროს აღნიშნა, რომ რუსეთის კიევზე თავდასხმას „მშვიდობისთვის დაბრკოლებად არ მიიჩნევს”.

რაც შეეხება რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის საკითხს, ტრამპმა თქვა, რომ „ამასთან არაფერი ესაქმება”, თუმცა, ის „რუსეთს ექსპრეზიდენტმა ობამამ გადასცა”.

მისივე განცხადებით, ყირიმში ომი არ ყოფილა, ამიტომ მისი უკრაინისთვის დაბრუნება ძნელი იქნება.